ვლადიმირ ჟირინოვსკის სატელევიზიო დებატების დროს შარვალი ჩასძვრა. უხერხული შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის წევრმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინი და მიხეილ მიშუსტინი კომუნისტები არიან.
“პუტინი და მიშუსტინი კომუნისტები არიან, კი და ყველა სხვაც კომუნისტია”, – დაიყვირა ჟირინოვსკიმ და შარვალი ჩასძვრა.
პოლიტიკოსი ამ შემთხვევას არ დაუბნევია, შარვალი აიწია და საუბარი განაგრძო.