ბოლივუდის ვარსკვლავი მიგრანტებს სახლში ჩარტერული რეისებით აბრუნებს

592

ბოლივუდის სუპერვარსკვლავი ამიტაბჰ ბაჩჩანი მუმბაიში კარანტინის გამო ჩარჩენილი მიგრანტებისთვის ჩარტერულ რეისებს აწყობს. ამის შესახებ BBC წერს.

გამოცემის ინფორმაციით, მსახიობმა მშობლიურ ქალაქებში უკვე 700-მდე ადამიანი დააბრუნა. კარანტინის გამოცხადების გამო ინდოეთის დიდი ქალაქებში რეგიონებიდან ჩასულები სახლებში ვერ ბრუნდებოდნენ, რამაც ქვეყანაში დიდი აღშფოთება გამოიწვია.

მშობლიურ ქალაქებში ჩასასვლელად ასობით ათასმა ადამიანმა ძლიერ სიცხეში ფეხით ასობით კილომეტრი გაიარა. მოგვიანებით მთავრობამ მიგრანტების დასახმარებლად მატარებლები გამოყო. მათ ბოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც დაეხმარნენ. ჩარტერული რეისების შახ რუქჰ ხანმა და სონუ სუდმაც მოაწყვეს.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 286 579 ათასი შემთხვევა გამოვლინდა, 8102 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 357 – ბოლო 24 საათში.