“ჩემი შვილი კარგად იქნება თქვენი წყალობით”

1,075

24 წლის მეკო ჩიტიშვილს რამდენიმე დღის წინ ძვლის სარკომის დიაგნოზი დაუსვეს.

ახალგაზრდა გოგოს გადასარჩენად ოპერაცია თურქეთში, გერმანიაში ან ისრაელში უნდა გაკეთდეს, მკურნალობა კი მინიმუმ 150 ათასი დოლარი ჯდება.

მეკოს დედამ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და დახმარებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

“კეთილო ადამიანებო უღრმესი მადლობა გვერდში დგომისთვის, სიყვარულისთვის, თითოეული ჩარიცხული თანხისთვის.

თქვენ მე ამდენი დღე გვერდში მიდგეხართ და ბოლომდე არ მიმატოვებთ. ახლა უკვე ვიცი, რომ ჩემი შვილი კარგად იქნება თქვენი წყალობით.

უდიდეს ძალას მაძლევთ თქვენ. მე ვალდებული ვარ თქვენი იმედები გავამართლო და როგორც დედა ვიყო ძლიერი. მეკოს მეგობრების ეს თავდაუზოგავი შრომა უკვალოდ არ ჩაივლის და ჩემი შვილი მათ ჯანმრთელი დაუბრუნდება.

მადლობა მთლიანად საქართველოს და თითოეულ ადამიანს.

მკურნალობა 300 000-დან 500 000 ლარამდე ჯდება. გამოქვეყნებულია ანგარიშები, რომლებზეც მოქალაქეები თანხას რიცხავენ. მათ რიგებთ თქვენც შეგიძლიათ შეუერთდეთ:

საქართველოს ბანკი: GE83BG0000000161685609 — სალომე თაბაგარი;თიბისი: GE93TB7551945061100035 — თორნიკე მკალავიშვილი.”- წერს მეკოს დედა.