“ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო… სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად“

413

ბათუმის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი, ინგა მეკეიძის მასწავლებელი, სოციალურ ქსელში 26 მაისის ქუჩაზე მომხდარისა და გარდაცვლილი მოსწავლის შესახებ ემოციურ წერილს წერს.ამბობს, რომ ინგა განსაკუთრებულად გამორჩეული მოსწავლე იყო.

ი ნ გ ა მ ე კ ე ი ძ ე – ეს ლამაზი და სათნო გოგო ჩემი მოსწავლე იყო! გუშინ ამ დროს ჯერ კიდევ ბედნიერი ოჯახის ბედნიერი დედა და დიასახლისი…. აი, ისეთი გამორჩეული მოსწავლე იყო განსაკუთრებულად რომ ამახსოვრდებათ კლასის დამრიგებლებს… სიკვდილიც ხომ სასტიკად გამორჩეული ხვდა წილად… ვეღარ გაუძლო მისმა სიკეთით სავსე გულმა და წავიდა თავის შვილებთან. ვუსამძიმრებ ნასაკირალს, მეკეიძეების გაუბედურებულ ოჯახს და ყველას”, – წერს ინგა მეკეიძის მასწავლებელი.