“რა საცოდავები ხართ, როცა დაბოღმილი, ერთ კაფანდარა გოგოს ლანძღავთ აუტანელი სიტყვებით”

349

ჟურნალისტი, დათო ლიკლიკაძე ბათუმის ტრაგედიას და მედიის მიერ მისი გაშუქების საკითხს, სოციალურ ქსელში ეხმაურება:

ორი დღეა თან რომ გლოვობ და თან ახალგაზრდა ჟურნალისტს რომ ათრევ კედელ-კედელ. შეცდომაზე, რომელზედაც განაცხადა ამ გოგომ რომ მისი ბრალია, განიცდის და გული ტკივა. ვის უნდა ასეთ დროს შენი გლოვა? ვინ ხარ, ვინ სიკვდილი ხარ ყველა ცოდვას ამ დროს ახალგაზრდა გოგოს რომ აკიდებ?

გავეშებული საზოგადოება, რომელსაც სურს ვირზე შესვას კოლეგა და მანაც ესროლოს ტალახი, იმ ენით აუწერელ ტრაგედიაზე კი არ დუმს, არამედ ეძებს იმ ვიდეოს და იძახის-“დამილინკეთ ერთი რა თქვა ამნაირი”…

ფუ რა საშინელი ხალხი ვართ, გულის ამრევი. შევაფასოთ რომ ცუდია რაც გააკეთა, დავგმოთ კი ბატონო, რადგან არ იცოდა (სავარაუდოდ), რომ პატივი უნდა ეცა ჭირისუფლისთვის. მაგრამ ასეთი აგრესია? რა საცოდავები ხართ, როცა დაბოღმილი, ერთ კაფანდარა გოგოს ლანძღავთ აუტანელი სიტყვებით. ვის რად უნდა თქვენი გლოვა?

როცა ასე უსამართლოა სამყარო, როცა სხვათა ბიზნესს ბავშვები ეწირებიან. იღუპებიან საშინელი სიკვდილით, თუ არაფრის ტრაკი არ გვაქვს დავდუმდეთ მაინც. დავდუმდეთ ბატონებო!

მე ორი დღეა დავდუმდი, რადგან არ ვიცი რა ვქნა...”, – წერს დათო ლიკლიკაძე.