“ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ სული ტოვებს ჩემს სხეულს. ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვფხიზლდები”
მომღერალი მარიტა როხვაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს.
“ხანდახან შეგრძნება მაქვს, რომ სული ტოვებს ჩემს სხეულს. ვგრძნობ რომ ცოცხალი ვარ, მაგრამ ვერ ვფხიზლდები. იმ მომენტში არც მინდა გამოვფხიზლდე, მირჩევნია იბორიალოს სულმა, იხეტიალოს, ოღონდ შენ გიპოვოს სულ ერთი წამით. ისევ შევიგრძნო შენი ჩახუტება და ხმა გავიგონო “ მამუუუ”…
ღმერთკაცო მენატრები “, – წერს მარიტა როხვაძე.