“ნაც-ბანდა იმ ქვეყანაში გვაიძულებდა გვეარსება, სადაც მიწა, წყლის ნაცვლად, ნარჩევი ქართველების სისხლით იყო მორწყული…”

379

აქტივისტი ლიკა გამრეკელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“მე პირადად, მთელი 9 წელი ვცხოვრობდი ქვეყანაში, სადაც “გონივრული ეჭვის საფუძველზე” უამრავი ადამიანი იყო გისოსებს მიღმა. იმ ქვეყანაში ვცხოვრობდი, სადაც ჩამშვებობის ინსტიტუტი ბობოქრობდა. ყველაზე ძვირადღირებული პროფესია იყო სულით მეძავობა და სადაც პატიმრებს სისხლის ფასად უწევდათ ყოველ დღე საკუთარი ადამიანობის შენარჩუნება სატუსაღოში, რადგან მათ ყოველ წამს სთავაზობდნენ ნაცები სულის მიყიდვას, ვიღაცის ჩაშვებას საპროცესო შეთანხმების სანაცვლოდ… იმ ქვეყანაში, რომლის მაცხოვრებლები ყოველდღიურად იდევნებოდნენ და ვინც თუნდაც ხმის ამოღებას მაინც გავბედავდით გვირტყამდნენ, გვაპატიმრებდნენ, გვავიწროვებდნენ. მე იმ საქართველოში ვცხოვრობდი, მხოლოდ სახელი რომ ქონდა შერჩენილი და სულს ღაფავდა.
ნაც-ბანდა იმ ქვეყანაში გვაიძულებდა გვეარსება, სადაც მიწა, წყლის ნაცვლად, ნარჩევი ქართველების სისხლით იყო მორწყული… ვარსებობდით, მუდმივად მოლოდინში რომ მიშა გზას წითელი ლენტის ნაცვლად უკვე ჩვენი სისხლით გახსნიდა…
მე იქ ვცხოვრობდი, სადაც ჯვარს შეურაცყოფდნენ და მის ნაცვლად “პრეზიდენტის” ახირებულ შადრევნებს აყენებდნენ …
ყველა, ვინც ჩემსავით ამ ქვეყანაში არსებობდა და ყოველდღიურად განიცდიდა უსამართლობის განცდას, ყველა, ვისაც ჰაერზე მეტად უღირს თავისუფლება, ის ვერასდროს იქნება მიშას გამოსვლაზე თანახმა!!!”