მოდელმა და ტელეწამყვანმა სალომე ღვინიაშვილმა თავის პირადში გადაცემა ,,სთორში” ისაუბრა:
-არანორმალური ინტერესი იყო ამის მიმართ, მთელი თბილისი არჩევდა ჩემი და ჩემი ყოფილი მეუღლის ურთიერთობას. პირდაპირ ეთერში კითხულობდნენ მესიჯებს. ასაკით პატარა ვიყავი, მაგრამ ეს ყველაფერი რაღაც მხრივ მოქმედებდა ჩემზე. კიდევ კარგი, მაშინ სოციალური ქსელი არ იყო… 3 წლის იყო დათუნა, როცა ზურას შევხვდი. ახლა დათუნას და ზურას არაჩვეულებრივი ურთიერთობა აქვთ, კარგი მეგობრები არიან.