“შვილო, მარიამ, ნუ ჰბაძავ დედას”

481

ჟურნალისტი იოსებ ჭუმბურიძე, სოციალურ ქსელში, კოლეგის, ნანუკა ჟორჟოლიანის შვილის, მარიამ გეგუჩაძის გუშინდელ აქციაზე სიტყვით გამოსვლას ეხმაურება.

„ძალიან ვერიდები შვილებზე აუგის თქმას.
ვიცი, რომ ვაშინერს…
მაგრამ მარიამ გეგუჩაძეზე უნდა ვთქვა.
არ შეიძლება, იყო დედის ასლი;
საერთოდ, ვინმეს ასლი.
და, რაც მთავარია, შვილო, მარიამ:
იცი, რატომ გეკითხებიან, სანდრო რომ მოკლეს, მაშინ სად იყავიო?!
არ იცი, გიკვირს და გეცინება?!
თუნდაც ბავშვი ყოფილიყავი, თუნდაც ჯერ არდაბადებულიც, დღეს ხომ იცი, ვინც ხარ და ვისგანაც მოდიხარ?!
ჰოდა, ნუ გიკვირს.
ნუ ჰბაძავ დედას და ნუ იმეორებ ასეთ უაზრობას:
„მესამე პრეზიდენტი ან გადარჩება, ან მოკვდება.”
ამას რომ იტყვი, მაშინ მესამე „ვარიანტიც” უნდა არსებობდეს.

ნუ გეშინია:
არ მოკვდება საქართველოს ყოფილი და თქვენი მარადი პრეზიდენტი.
ღმერთმა კარგად გიმყოფოთ.

ვიცი, რომ არ გეშინიათ, მაგრამ მაინც,“- წერს იოსებ ჭუმბურიძე.

ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის შვილი, სამოქალაქო აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე, გუშინ, რუსთავის ციხესთან გამართულ ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
“რაც თავი მახსოვს, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტებისგან მესმის კითხვა – „სად იყავი მაშინ?
მაშინ, როდესაც ამ კითხვის დამსმელნი ყველა შეცდომას ამართლებდნენ და კარგში არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ, მაგ დროს მე ვსწავლობდი,“- განაცხადა მარიამ გეგუჩაძემ აქციაზე.