“კარგად ვიცით, რატომაც უნდათ სააკაშვილის გადაყვანა ჩვეულებრივ საავადმყოფოში! არ გამოვა ეს საქმე ნაცებო!”
„ყველამ კარგად ვიცით, რატომაც უნდათ სააკაშვილის გადაყვანა ჩვეულებრივ საავადმყოფოში!“ – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ირაკლი წულაია და მოვლენების განვითარების საკუთარ პროგნოზს აქვეყნებს.
„ადგებიან შეკრებენ ფანატიკოსებს, რომლებმაც ურტყეს პარლამენტს, რომლებმაც ურტყეს ცესკოს, ალყაში მოაქცევენ საავადმყოფოს, გამოიყვანენ თავისი ჭკუით გარეთ, აარიდებენ ამდენ დანაშაულისგან და ისედაც შესუსტებულ სახელმწიფოს საბოლოოდ ჩამოანგრევენ.
ისევ ძალაუფლების დაბრუნების დაუოკებელი სურვილი ყველაფრის ფასად, მეტი კი არაფერი!
არ გამოვა ეს საქმე ნაცებო! თუ მართლა გაწუხებთ სააკაშვილის ჯანმრთელობა ხომ დაამატეს, რაც აკლდა გლდანში აპარატურა, ნება იბოძოს და იქ იყოს დაკვირვების ქვეშ.
უიი, არ გინდათ ფსიქოლოგიური სტრესი მიიღოს მოძალადე სააკაშვილმა? გლდანი მისი აშენებულია ყველა შესული პატიმარი იმ ციხეში არის ნაწამები, ყველამ ხო ვიცით ეს? სწორედ მანდ არის მისი ადგილი! დამერწმუნეთ არავინ აწამებს მისგან განსხვავებით, ყველაზე მეტად სწორედ ხელისუფლების ინტერესშია ჯანმრთელი სააკაშვილი. წერტილი,“- წერს ირაკლი წულაია.