პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და მომღერალ ჯაბა ბოჯგუას ტრაგედიას იხსენებს.
ექსპარლამენტარი, რომელმაც 2020 წელს თანამდებობა 14 მოსამართლის უვადოდ არჩევა გააპროტესტა და პროტესტის ნიშნად დეპუტატის მანდატი დატოვა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.
„უკაცრავად, ბოდიში, სულცხონებული ჯაბა ბოჯგუას სიცოცხლე არ იყო პრიორიტეტული ხომ?!
ჯერ ხო კვაზილიბერალ სააკაშვილის რეჟიმისთვის დამახასიათებელი დეგენერატულ-PR-შეთითხნილი ბრალდებით დააკავეს, მალე დაპატიმრებიდან მეოთხე თვეს ვიდრე არ გამოერთო, მანამ არ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში…და როდესაც გადაიყვანეს, უკვე ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება ჰქონდა და კარგა ხნის გათიშული იყო გარე სამყაროდან, რეფლექსების დონეზეც კი
1 წელი იყო კომაში და შემდეგ მიიცვალა…“,-წერს ოთარ ჩრდილელი.
ჯაბა ბოჯგუა სააკაშვილის დროინდელ ციხეში, მიყენებული ტრავმებისგან კომაში ჩავარდა და 12 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ბოჯგუას დედის თქმით, საპატიმროში მას სამედიცინო დახმარება დროულად არ აღმოუჩინეს.