მომღერალმა ირმა სოხაძემ თავის მოვლის საშუალებებზე “დღის პოსტში“ ისაუბრა და თქვა, რომ 13 წელია ხორცი არ უჭამია:
“ჩვენს ასაკში დიეტას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მართლა არ უნდა ვჭამოთ ყველაფერი. არის რაღაც საკვები, რაც საერთოდ არ უნდა მივიღოთ, მაგალითად, ტკბილეული და ხორცეული. ხორცი არ მიჭამია ზუსტად 13 წელია. სიგარეტი რომ არ უნდა მოვწიოთ, ესეც ცალსახაა – კანი გაყვითლებული, კბილები გაყვითლებული… 13 წელია, არ ვეწევი. რომ ნახოთ ჩემი 15 წლის წინანდელი სურათები, არაფერი გამიკეთებია და დღეს ვარ 15 წლით პატარა…“, – ამბობს ირმა სოხაძე.