“პატარამ ძალიან იჩქარა და იქ მყოფი ადამიანები ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა”

661
ჩაჩავას კლინიკაში ორსულმა ქალმა კლინიკის დერეფანში იმშობიარა. ფაქტს პაციენტიც შეესწრო, რომელიც ემოციურ პოსტს აქვეყნებს

“დღეს ჩაჩავაში ვაქცინაციაზე ვიყავი, აცრის კაბინეტიდან გამოსული ამ საოცარი ამბის მომსწრე გავხდი. სამშობიაროს მიმიღებში იმ წუთის შემოსული ქალი ბლოკში მიჰყავდათ ,მაგრამ პატარამ ძალიან იჩქარა და იქ მყოფი ადამიანები ქვეყნად ყველაზე დიდი სასწაულის მომსწრე გაგვხადა. ისე წამებში მობილიზდა ყველა, ექიმიც, სტუმარიც, დირექტორიც. იმხელა სითბო იგრძნობოდა პერსონალის და ჩემნაირი შემთხვევითი ადამიანების მხრიდან რომ ცრემლებს ვერ ვიკავებდით, ამიტომაც მიყვარხართ ჩაჩაველები. დარწმუნებული ვარ დედაც და ბავშვიც კარგად არიან”.

facebook sharing button
twitter sharing button
odnoklassniki sharing button
linkedin sharing button