“მისამართი ვიცი, განგებ დავფარე, რათა არ შეატყობინონ პატრონს და დროებით არ გააქროს!!!”

467

თამარ ივერმა ფეისბუქში დაწერა:

“იქნებ უშველოთ და დაიხსნათ ვინმემ ეს საბრალო ჰასკი ამ გაუგონარი ტყვეობიდან. იმედია, ცხოველთადამცველები დაინტერესდებიან ამ უბედურის ბედით.უკვე მეორე წელია,რამდენჯერაც ვიყავი ამ ადგილას…ასე მიჯაჭვული “გდია” ეს ულამაზესი ძაღლი,არც მეტი და არც ნაკლები…დაახლ. 1 მეტრო თოკის ამარა ამ ვიღაც არაჰუმანური პატრონის კართან!!

მისამართი ვიცი, განგებ დავფარე, რათა არ შეატყობინონ პატრონს და დროებით არ გააქროს!!! დამიკავშირდით და გეტყვით. გთხოვთ, შეაჭერით ეს თოკი და აიყვანეთ, მიეცით მას ნორმალური ცხოვრება ანდა, აქ ასე მიჯაჭვული წოლას, ისევ თავშესაფარში ყოფნა ჯობია….ივლის მაინც ვოლიერში თავისუფლად. დავიწვი ამ ძაღლის ცოდვით. უკვე მერამდენე წელია ასეა 1 მეტრო თოკზე მიბმული ამ კარებთან!! SOS! HELP!”

 

თამარ ივერი - "იქნებ დაიხსნათ ვინმემ ეს საბრალო ჰასკი ამ გაუგონარი ტყვეობიდან"