“მედია და სპორტი რომ დამოკიდებულია შემოსავალზე რომელიც “დამოკიდებულების” გავრცელებიდან შემოდის, არის ფსკერზე ქვევით რო ადგილია ის ადგილი”
ლადო რიგვავა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“კაზინო/ტოტალიზატორი, იმ შემთხვევაში თუ გადაიზარდა “დამოკიდებულებაში”, რაც ისეთ ქვეყანაში როგორიც საქართველოა, სადაც ან საერთოდ შემოსავალი არ აქვს ადამიანს ან 350-1000 ლარზე მუშაობს, არის დაავადება. ღარიბ ქვეყანაში “გართობა” 90% შემთხვევაში “დამოკიდებულებით” სრულდება. ეს არ არის არც მონაკო და არც ლას-ვეგასი სადაც გასართობად დადიან. საერთაშორისო მედიცინაში უკვე წლებია არსებობს კონსენსუსი, რომ დამოკიდებულება შედის კიბოსთან ერთად ყველაზე მძიმე დაავადებების სამეულში. ნარკოტიკი და თამაში ყოველთვის იარსებებს. იქნებოდა თუ არა მისაღები საინფორმაციო გამოშვების დროს რეკლამა შემდეგი შინაარსით?: “გაწუხებს რამე, დაღლილობას ხომ არ გრძნობ? გაიკეთე ჰეროინი, მხოლოდ სიამოვნებისთვის”…იგივეა კაზინოს რეკლამა: შეპირება რომ გაჭირვების და უიმედობის მოგვარება “ყვავის ჯეკპოტით” შეიძლება…მარკეტინგული ტყუილით “გაერთე უსასრულოდ”. ის რომ ჩვენი ეკონომიკა სათამაშო ბიზნესზე დგას, არის ფსკერი. მედია და სპორტი რომ დამოკიდებულია შემოსავალზე რომელიც “დამოკიდებულების” გავრცელებიდან შემოდის, არის ფსკერზე ქვევით რო ადგილია ის ადგილი.”