ტელეწამყვან ვახო ხუზმიაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს ეხმაურება ჟურნალისტი ინგა გრიგოლია. როგორც გრიგოლია წერს, კლინიკაში ფილტვების გასაშუქებლად იყო მისული, ხოლო ახლა სახლშია და თავს კარგად გრძნობს.
“ჩემი და ხუზმიკას სურათებს კლინიკიდან, დიდი გაუგებრობა მოჰყოლია. კარგად ვარ, მადლობა! ფილტვების გასაშუქებლად ვიყავი, პასუხები კარგია და წამოვედი სახლში, მადლობა მოკითხვისთვის. დამდეგს გილოცავთ” – წერს ინგა გრილოლია “ფეისბუქზე”