საქართველოს ნაკრებისა და დონეცკის ,,შახტარის” ფეხბურთელი დავით ხოჭოლავა დაქორწინდა.
26 წლის ხოჭოლავას მეორე ცოლი, ,,მის უკრაინა 2016”-ის ფინალისტი, იულია სიდორენკოა.
მოდელი 22 წლისაა და მის შესახებ, ხშირად წერს უკრაინული მედია. გოგონა ხარკოვიდანაა და სამოდელო დარგში აქტიურ კარიერას იკეთებს. პიკანტური ფოტოებითაც ხშირად იწონებდა თავს.
სიდორენკომ ქართველ ფეხბურთელს სოციალურ ქსელში ემოციური პოსტი მიუძღვნა: ,,ქმარო, მადლობა შენ ჩვენი ბედნიერებისთვის. მიყვარხარ…” – დაწერა ქალმა 7 ივნისს.
ხოჭოლავამ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა საქორწინო ფოტო, მიუთითა დღესასწაულის თარიღი – 7 ივნისი და დასვა “უსასრულობის” ნიშანი.