“გამოვიდნენ დათა ახალაია, სანოძე, მათი მეგობრები და ბატონ გურამის ზურგზე უნდოდათ ქაღალდზე დახატული დროშა მიეკრათ”
აკადემიკოს გურამ შარაძის ქალიშვილი, რუსუდან შარაძე, სოციალურ ქსელში წერს:
„შარშან, საგაზეთო ინტერვიუ მივეცი ერთ კარგ ჟურნალისტს და მიმოწერაში, ასეთი რამ მომიყვა, რასაც ქვემოთ წაიკითხავთ… არამზადები, მოკლავდნენ მამაჩემს, აბა რა იქნებოდა? გულწრფელად რომ ვთქვა, ტყვიის ზურგიდან სროლას არ გამოვყავარ წყობიდან ისე, როგორც მსგავს საქციელს. ალბათ, იმ მომენტში, იქ რომ ვყოფილიყავი და შემძლებოდა, ყველას დავხვრეტდი მე თვითონ და წავიდოდი სამუდამოდ ციხეში.
„ახლა გამახსენდა სასამართლო პროცესი, რომელიც ხუთჯვრიან დროშასთან დაკავშირებით ჰქონდა ბატონ გურამს ნაცებთან. სასამართლო დარბაზიდან რომ გამოვედით, თბილისის საკრებულოს წინ პრესკონფერენცია გამართა. გამოვიდნენ ეს დათა ახალაია, სანოძე და ასევე მათი მეგობრები და ბატონ გურამს ზურგზე უნდოდათ ქაღალდზე დახატული დროშა მიეკრათ, რა სამარცხვინო იყვნენ მაშინ, მასეთები დარჩნენ. სხვათა შორის მარიკა ვერულაშვილი იყო იქ და იცინოდა. ფუ.…“ – წერს რუსუდან შარაძე