თინა ბებომ კორონავირუსი დაამარცხა და მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს

225

თინა ბებომ, რომელიც საზოგადოებამ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელებული ვიდეოებით გაიცნო, კოვიდ-19 დაამარცხა და კლინიკა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციასა და ფოტოებს “სენაკის ქრონიკა” ავრცელებს.

ხანდაზმული ქალი, რომელიც უსახლკარობის გამო, ქუჩაში ცხოვრობდა, “სენაკის ქრონიკის” მიხედვით ქუთაისის კოვიდკლინიკებმა არ მიიღეს.

12 თებერვალს კი ის სენაკის კოვიდკლინიკა “ლაზიკამედში” მოათავსეს:

“უსახლკარო თინა ბებო, რომელიც ქუთაისის კოვიდ კლინიკებმა არ მიიღეს. 12 თებერვალს მოათავსებული
სენაკის, კოვიდ კლინიკა “ლაზიკამედში” მკურნალობის კურსი, წარმატებით გაიარა, გამოჯანმრთელდა და გაეწერა კლინიკიდან.

თინა ბებოს, ქუთაისის სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა მოხუცთა თავშესაფარში გადაიყვანეს”, – წერს “სენაკის ქრონიკა”.