მედიაჰოლდინგ “ჯორჯიან თაიმსის” პრეზიდენტი მალხაზ გულაშვილი, ყოფილ პრემიერსა და ქველმოქმედს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
“გილოცავთ დაბადების დღეს ბატონო ბიძინა. თქვენ რომ არ გადაგედოთ თავი და არ დაგემარცხებინათ ფაშისტური რეჟიმი თავის დროზე, ვინ იცის, ახლა ვინ სად იქნებოდა, – რომელ ციხეში, ახლა რომ ენებს იტყავებენ ქვეყნისა და ღირსეული ადამიანების ლანძღვით.
მსოფლიოში არ მეგულება ადამიანი, რომელიც მოვა ხელისუფლებაში, იგემებს ძალაუფლებას, შემდგომ თვითონვე დათმობს და განერიდება. საქართველოს ისტორიაში ყველა ქველმოქმედი ერთად რომ შევკრიბოთ, არ მგონია მსგავსი მასშტაბის იყოს ვინმესგან გაღებული.
დაგლოცოთ უფალმა ოჯახით, იხარეთ მრავალჟამიერ”, – წერს მალხაზ გულაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.
ცნობისათვის, დღეს, 18 თებერვალს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ქართველი ქველმოქმედისა და მეცენატის, ბიძინა ივანიშვილის დაბადების დღეა და ის 66 წლის გახდა.