“კი გარდაიცვალა, მაგრამ ამბავი მაგარი დამიტოვა” – რა თხოვნით მიმართა ჩინოვნიკმა მანანა მანჯგალაძეს?

531

მანანა მანჯგალაძე სოციალურ ქსელში სახალისო პოსტს აქვეყნებს:

ძველ დღიურში რაღაც ჩანაწერს ვეძებ. 2011 წლის დღიურია. რამდენჯერმე მიწერია” ირაკლი( პირობითი სახელი) … დამირეკა. ირაკლის … უნდა შევხვდე. ” გადავფურცლე და ერთი თვის თავზე ისევ მასთან შეხვედრა მაქვს ჩანიშნული. ხო და ამბავიც გავიხსენე. ეს მგონი ერთ-ერთი საოცარი ისტორია იყო რომელიც გადამხდა.

ცნობისთვის ირაკლი სერიზოული კაცია. თავისი ბიზნესით, ძველი ჩინოვნიკური წარსულით.. დამირეკა

მითხრა ისეთი საქმეა დრო არ ითმენს. მოვიდა და კიდევ დააყოლა სერიოზული პრობლემა მაქვს და ამიტომ შეგაწუხეო(.მანამდე კიდევ ერთმა დამირეკა და მითხრა შენთან უნდა შეხვდრა რარაც პრობლემა აქვსო)

ყველაფერი წარმოვიდგინე. ყველაფერი და ცოტა დავიძაბე კიდეც.

ირაკლიმაც დაიწყო. რომ გენდობი და ვიცი ვინც ხარ იმიტომ მოვედი, ამას ყველას არ ვთხოვ არც ვანდობო. ( დავფიქრიდი რა შეიძლებოდა მოსვლოდა ან მომხდარიყო , გავიხსნე ცოლი, შვილი, მისი ძველი და მაშინდელი საქმიანობა- ეს ხდება წამებში) თან ვუსმენ თან ვქფირობ.
შესამზადებელი რთული მოთელვის შემდეგ გადავიდა კონკრეტიკაზე ჩემი შვილი( ვაჟი) იღუპება და თუ დროზე არ ვუშვლეთ გვიანი იქნებაო, ყოველი დღე არის მნიშვნელოვანი, ჩემი ცოლი უკვე ორჯერ მყავდა კლინიკაში მიყვანილი, ერთხელ სასწრაფომ წაიყვანა,…
– ვაი, და რა ხდება,- უკვე ძალიან დავიძაბე.

შენ აქ და ამის გარეთ უამრავ ადამიანს ხვდები, უამრავი cv , რეკომენდაცია შემოგდის, ხვდები ბევრს ამ სეროდან იმ სფეროდა, ექიმს, იურისტს… და არ უნდ გაგიჭირდეს ჩემი დახმარება, არც არჩევა, არც შერჩევა, არც გადამოწმება( უფრო დავიბენი)

იქნებ დააკვირდე , გადაამოწმო,არა კარგად შეამოწმო, ნახო შეხედო, კიდეც და ჩემი ბიჭისთვის კარგი გოგო შემარჩევინო…….. შენ არ შეგეშლება არც გარეგნობა როგორი მოუხდება ჩემს შვილს ….. არც ოჯახიშვილობა არც განათლება .ვინც მოგეწონება მაილს დაგიტოვებ და იმათი cv, პირადი საქმე გადმომიგზავნოოო…რაც უფრო მალე დავიწყებთ ამ საქმის მოგვარებას უკეთესია.. ჩემი, ჩემი შვილის და ოჯახის გასაღები ახლა შენ გაქვს… .
გაგრძლება არ მკითხოთ”, – წერს მანჯგალაძე.