სოციალურ ქსელში ძალიან პოპულარულია ექიმების წყვილი, რომლებიც „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული სიყვარულით სარგებლობენ.
ცნობილ ქართველ ექიმს, კარდიოქირურგ ლევან ქარაზანიშვილს ქვეყნის საზღვრებს გარეთაც კარგად იცნობენ. მან სახელი არაერთი უნიკალური ოპერაციით გაითქვა. წარმატებული ექიმი სოციალურ ქსელშიც აქტიურია და ხელმომწერებს პირად ფოტოებს ხშირად უზიარებს. ქირურგის მეუღლე ქეთი ძიგუაა.
ლევანი და ქეთი კოლეგები არიან და ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში ერთად მუშაობენ. ლევანი ახლა კარდიოქირურგიის განყოფილების უფროსია, მისი რჩეულიც მასთან ერთად მუშაობს. ზაფხულში წყვილმა გამოაქვეყნა ვიდეო იუსტიციის სახლიდან. მათ ურთიერთობა ოფიციალურად დააკანონეს აგვისტოში და მეგობრების მხრიდან უამრავი მილოცვაც მიიღეს. მოგვიანებით კი ქორწილი გადაიხადეს და წვეულების ამსახველი ულამაზესი კადრები ხელმომწერებსაც გაუზიარეს.
ახალი ფოტოებით ირკვევა, რომ ქეთი ორსულადაა.