ვინ არის გიორგი გაბუნიას უმშვენიერესი საცოლე, რომელმაც ტელეწამყვანის გული მოიგო

346

გიორგი ,,ღამის შოუს” წამყვანად 3 წლის წინ მოევლინა მაყურებელს. დიდი კონკურენციის პირობებში მოახერხა, გადაცემა საინტერესო, სახალისო და ყურებადი ყოფილიყო. დღეს კიდევ ერთი გადაცემის ,,პოსტ ალიონის” თანაწამყვანია. გიორგი გაბუნია “სარკეს” ესაუბრა.

ჩემი რჩეული ნინი ფუტკარაძეა, პროფესიით იურისტი. ისიც ქუთაისელია. ჩვენი ოჯახები დიდი ხანი ახლოს იცნობდნენ ერთმანეთს, ჩვენი სიყვარული კი 3 წლის წინ დაიწყო. პანდემიამ შეგვიშალა ხელი, რადგან გვინდოდა, ქორწილი გადაგვეხადა. პროექტში ,,ცეკვავენ ვარსკვლავები” მონაწილეობის გამო ცოტა კიდევ გადაიწია. ჯვარს დავიწერთ, ხელს მოვაწერთ და ერთ ოჯახად ცხოვრებას დავიწყებთ.

– რა თქმა უნდა. უპასუხისმგებლობაა, როცა კაცი ოჯახს არ შექმნი და ფუჭად გაატარებ ცხოვრებას. ვიცი,მუდამ ია-ვარდით მოფენილი არ იქნება ჩვენი გზა, მაგრამ, როცა საფუძველი სიყვარულია, ყველა სიძნელეს გადალახავ და ღირსეულად ატარებ ოჯახის ტვირთს.

– ძალიან ერთგული ვარ. ზოგჯერ თაყვანისმცემლებისგან არის პატარა ინტრიგები, მაგრამ ეს სათვალავში ჩასაგდები არ არის, რადგან ჩემი საცოლე მიყვარს.ერთმანეთს ძალიან ვენდობით.