“პატარა რომ ვარ, ზუსტად ამიტომ, ყველაფერი ვიცი… მოდით, როგორმე ჩვენს შვილებს ჩვენვე მივხედოთ“

250

ტელეწამყვანმა გიორგი გასვიანმა რჩეულზე, მარიტა მელიქიშვილზე გასულ წელს იქორწინა. როგორც თავად არაერთ ინტერვიუში ამბობდა, მარიტას გაცნობისთანავე მიხვდა, რომ მის გარეშე ცხოვრება აღარ უნდოდა: „გაცნობიდან ძალიან მალე მივხვდით, რომ ერთმანეთის გარეშე აღარ შეგვეძლო. შემდეგ მარიტამ მშობლებს უთხრა ჩვენი ურთიერთობის შესახებ და მათთვისაც მოულოდნელი იყო. მხოლოდ ეკრანიდან მიცნობდნენ. როდესაც მათთან მივედი, ძალიან კარგად მიმიღეს. მარიტა თეატრის მოყვარულია, ამიტომ არ გაჰკვირვებიათ მშობლებს, რომ ბედი ხელოვანს დაუკავშირა“ – ამბობდა ის.

სულ ცოტა ხნის წინ წყვილს პირველი შვილი შეეძინა, რომელსაც

გალაკტიონი დაარქვეს. პატარა გალა სოციალურ ქსელში უკვე პოპულარულია და მის ფოტოებს გიორგისა და მარიტას გამომწერები მოუთმენლად ელოდებიან. როგორც ჩანს, მარიტა ბავშვის მოვლასთან დაკავშირებით უცნობი ადამიანებისგან არაერთ რჩევას იღებს. სწორედ მათ პასუხობს მარიტა და წერს, რომ გარშემო ჰყავს ისეთი ადამიანები, რომლებიც საჭირო ცოდნას აძლევენ: „ძალიან დიდი მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩვენზე, მაგრამ ძალიან დავიღალე ერთი და იგივე ტექსტებით. რადგან ვიდეოში ჩანს, რომ ხელთათმანი აცვია, არ ნიშნავს, რომ მთელი დღე ასეა. ყოველთვის ვამყარებთ მე და გალა ერთმანეთთან საოცარ კავშირს. და პატარა რომ ვარ, ზუსტად ამიტომ, ყველაფერი ვიცი, ისეთი ხალხი მყავს გარშემო. ცუდად არ მინდა გამომივიდეს, მაგრამ რომ გაჩვენოთ, რამდენი მწერთ დღეში, თქვენც შეწუხდებით“ – წერს მარიტა მელიქიშვილი.