გურამ ლომიძეს ცოლი დაშორდა და დიმა ბილანს გაუმიჯნურდა

779

ქართველების ყოფილი “რძალი”  მომღერალი ივანა მელაი რუსული მედიის ინტერესის ქვეშ კიდევ ერთხელ მოექცა.  მელაი “ქუჩის ბიჭების” წევრის, გურამიკო ლომიძის მეუღლე იყო. მათ 2016 წელს იქორწინეს და ამერიკაში, ჩიკაგოში ცხოვრობდნენ. ივანასა და გურამიკოს საერთო შვილიც ჰყავთ – 6 წლის ნატალი-ელისაბედი. ამჯერად, კი, მელაისა და ასევე ცნობილი მომღერლის დიმა ბილანის რომანზე საუბრობენ.

როგორც წყვილის ინსტაგრამიდან ირკვევა, ივანა მელაი და დიმა ბილანი შეყვარებულები არიან.

მედია გამოცემები წერენ, რომ ივანა მელაის და დიმა ბილანის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ გავრცელებული მოარული ხმები დადასტურდა.

Instagram-ზე ივანა მელია ცნობილ მომღერალს ასეთ პოსტს უძღვნის:

“ვიცი რამდენად ძლიერი ხარ, ვგრძნობ ჩვენს მუსიკას, რომელიც გვაკავშირებს. ამ ორმა საოცარმა კონცერტმა ყველას შთააგონა! მადლობა ჩემო ძვირფასო სულო, ასეთი სამყაროს განცდისთვის, რომელიც შენ, შენმა ერთგულმა მიმდევრებმა და შენმა დიდებულმა გუნდმა შექმენით!

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ამ დღესასწაულზე ჩვენი შემოქმედებითი ენერგიის მოტანა, ჩვენ ეს გავაკეთეთ! ეს დიმაჩკას წარმატებაა.” – წერს ივანა მეილაი.