“ოდესიდან ზაზას ძმამ გვითხრა, ხუთჯერ დაგვბომბეს უკვეო”

315

მუსიკოს ზაზა მარჯანიშვილის ძმა უკრაინაში, ოდესაში ცხოვრობს. როგორც მუსიკოს მეუღლე, მარინა სალუქვაძე წერს, ის ქალაქის დატოვებას არ აპირებს.

,,ზაზას ძმას ვესაუბრეთ ახლა ოდესაში. იქ დაიბადა და გაიზარდა. უკვე ხუთჯერ დაგვბომბესო! არსად არ ვაპირებთ წასვლას, ჩვენი ქალაქი და ქვეყანა გვაქვს დასაცავიო!

ღმერთო, დაიფარე უკრაინა! ღმერთო, დაიფარე უკრაინაში მცხოვრები ხალხ. ეს ავაზაკი მსოფლიომ უნდა გაასამართლოს. და რა დროს რაგბის თამაშია რუსეთთან?! რა დროს იმის განხილვაა, უნდა იმღერო თუ არა რუსულად? ვაიმე, კულტურა მიყვარს მათი და მსგავსი განცხადებები!!! გონს მოდით რა!” – წერს მარინა სალუქვაძე.