ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს

6,453

ჟურნალისტი ირაკლი ჩიხლაძე სოციალურ ქსელში კრიტიკოსებს პასუხობს.

“მამაჩემი რუსეთთან ომში იბრძოდა, აფხაზეთს რომ გვართმევდნენ. სახლში როდესაც დაბრუნდა ღირსების გარდა არაფერი ჩამოუტანია, მერე გარდაიცვალა, მაგრამ ღირსება არასოდეს დაუკარგავს.
ღირსება ის არის, რაც ამ ქვეყანაში პოლიტიკურად ანგაჟირებულმა ადამიანების რაღაც ნაწილმა დაკარგეს. ღირსება ის არის რასაც მათ უკვე ვერავინ ავუხსნით, მაგრამ ყველა დანარჩენს ვისაც ჰგონია რომ ეს ღირსებაააყრილი ხალხი ახლა სოქცსელებში ჩემზე, ჩემს თანამშრომლებზე, ჩვენს პატრიოტიზმზე და ჩვენს პოზიციებზე (თუ ვის გამარჯვებას ველით ომში) წერს ვეტყვი: თქვენგან განსხვავებით, არასოდეს გვჭირდება მტკიცება თუ სად ვდგავართ და რატომ, ამ ქვეყნას ერთი, დასავლური გზა აქვს და რაც არ უნდა მიიწეროთ პროდასავლურობა, რაც არ უნდა ანტიდასავლური იარლიყები მოგვაწებოთ ჩვენ, არაფერი გვაქვს დასამტკიცებელი. ამ ქვეყანაში არსებობს მთავარი პროდასავლური არხი და ეს იმედია!
პ.ს. თქვენი ლექსიკით იცით რატომ არ გელაპარაკებით თუნდაც სოცქსელებში? ღირსება მაქვს, ის რისი ახსნაც თქვენთვის უკვე შეუძლებელია.”