“როდესაც ფსევდოჟურნალისტი, იმ ცნობილ მონოლოგს კითხულობდა პირდაპირ ეთერში, ოპერაცია მისი ლიკვიდაციის მიზნით უკვე დაგეგმილი და განხორციელების გზაზე იყო დამდგარი !…”
მირიან ყარაულაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“… სამწუხაროდ ღია მტკიცებულებები არა მაქვს, მაგრამ ყველა იმ მასალის ანალიზის საფუძველზე , შინაგანი რწმენითა და ინტუიციით მტკიცედ მგონია, რომ როდესაც ფსევდოჟურნალისტი იმ ცნობილ მონოლოგს კითხულობდა პირდაპირ ეთერში, იმ მომენტში ოპერაცია მისი ლიკვიდაციის მიზნით უკვე დაგეგმილი და განხორციელების გზაზე იყო დამდგარი !…
რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ რომ ამ ოპერაციის თაობაზე ამ მონოლოგის წამკითხველი არც მონოლოგის დროს და არც შემდეგ ინფორმირებული არ იყო …
მოსაკითხი და გასარკვევი ისაა ზუსტად – რის ფასად და ვისი დავალებით გააჟღერა ცნობილი მონოლოგი ვაიჟურნალისტმა???” – წერს ყარაულაშვილი.