“ეს 100 ათასი, რაც მაგ ეკრანის დაქირავებაში უნდა გადაიხადოთ, გადაურიცხეთ უკრაინას”

ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

“რატომ უნდა გადასცე ზელენსკის გამოსვლა რუსთაველზე დიდი ეკრანიდან, თუ შიდაპოლიტიკური მიზნებისთვის არ იყენებ?
ეს 100 ათასი, რაც მაგ ეკრანის დაქირავებაში უნდა გადაიხადოთ, გადაურიცხეთ უკრაინას.
ზელენსკის გამოსვლას ტელევიზორშიც ნახავს ხალხი.
ტყუილად ელოდებით, რომ საქართველოზე რაიმე ცუდს იტყვის. არ იქნება თანხვედრაში საელჩოს ბრიფინგთან. რომც თქვას რაიმე, თქვენ რატომ გიხარიათ?! თუმცა, გაგიწბილდებათ.
კოლოსალური თანხის გადახდა ეკრანის დაქირავებაში, სცენის მოწყობაში ვერ ჩაგეთვლებათ სოლიდარობად. დავწერე ზემოთ, რა უნდა უყოთ მაგ თანხას. კეზერაშვილმა ერთი ნულიც მიამატოს. არ მოაკლდება.”

ასევე იხილეთ