ირაკლი ოქრუაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“ერთი კვირის წინ, უკრაინაში ომის დაწყების წინა დღეს, ტყვიავში ხეივანზე ვიჯექი და ვაზს ვსხლავდი. გამვლელ-გამომვლელი ახლობლები მეტწილად იმას მეკითხებოდნენ ვაზის სხვლის სწავლა როდისღა მოვასწარი, არადა რა სწავლა მაგას უნდა თუ მოინდომე. ზოგი იმას მეუბნებოდა თუ როგორ უკვირთ სოფელში, რომ უშუალოდ მე ვმუშაობ, თანაც ძალიან ბევრს.