“ტ**კს კი არ ვათამაშებ, უბრალოდ… მიბრძანდით სახლში დედაჩემთან და ნამდვილ ომს მაშინ ჩახედავთ თვალებში…”

361

ჟურნალისტი დათო ლიკლიკაძე სოციალურ ქსელში იუმორისტულ პოსტს აქვეყნებს.

“ძალიან ბევრ პოსტზე მომნიშნეს რუსების მიღებასთან დაკავშირებით და ბარემ დავპოსტავ ამაზეც.
მე პირადად ვერც რუს მივიღებ სახლში და ვერც ფრანგს. იმიტომ კი არა ტრაკს ვათამაშებ, უბრალოდ ვიწროთ ვცხოვრობთ და სტუმარი რომ მოდის ჩვენთან, ოჯახის რომელიმე წევრი გავდივართ სახლიდან.

ახლა ვიდრე ონისე (ან ვინმე) დააკომენტარებს სხვა სახლებიც ხომ გაქვსო, მოგახსენებთ, რომ ერთი გაქირავებული მაქვს უკვე, ხოლო მეორეში, სადაც მართლა, როგორც იტყვიან ცხენი გაჭენდება, დედა ცხოვრობს. ამ ეტაპზე არ მახსენდება ეროვნება ან ნაცია, რომელსაც დედაჩემი იგუებს. თუ არ გჯერათ მიბრძანდით საფიჩხიის სახლში დედაჩემთან და ნამდვილ ომს მაშინ ჩახედავთ თვალებში.” – წერს ლიკლიკაძე.