“ომში ჩასვლაც რომ მომიწიოს წავალ და ჩამოვიყვან”

247

რამდენიმე დღის წინ მაია ასათიანმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკრაინაში ჩავა და დაობლებულ ბავშვს ან ბავშვებს იშვილებს.

მოგვიანებით ჟურნალისტმა ამ თემაზე მორიგი პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნავს, რომ მისი მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს.

„ეს მართლაც ურთულესი გზაა და ბოლომდე მივიყვან.

უდიდესი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის. მაგარია, რომ  ბევრნი ხართ.

პროცესი უკვე დავიწყე და რა დროც არ უნდა დასჭირდეს, ომში ჩასვლაც რომ მომიწიოს წავალ და ჩამოვიყვან“,-წერს მაია ასათიანი სოციალურ ქსელში.