ბრიტანეთში კატა, რომელიც პოპულარული წიგნების სერიის გმირი გახდა, 14 წლისა მოკვდა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, წიგნების ავტორი ჯეიმს ბოუენია, რომელმაც ბობი 2007 წელს გაიცნო, როცა ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნებას ცდილობდა. კატა ავად იყო, ამიტომ ჯოუენმა მასზე ზრუნვა გადაწყვიტა. მას ცხოველი თან დაჰყავდა, როცა ლონდონის ქუჩებში ჟურნალს Big Issue ყიდდა. კატამ ლონდონელების გულები დაიპყრო და ხალხი მას სიყვარულის ნიშნად ნაქსოვ შარფებს ჩუქნიდა.
მოგვიანებით ბოუენმა ბობთან ურთიერთობაზე წიგნი დაწერა „ქუჩის კატა სახელად ბობი: როგორ გადაარჩინა მან ჩემი სიცოცხლე“, რომელიც დიდ ჰიტად იქცა, ის 40 ენაზეა ნათარგმნი. 2016 წელს კი ნაწარმოების მიხედვით ფილმი გადაიღეს, რომელშიც ბობმა ითამაშა.
ბობის სიკვდილის შესახებ ბოუენმა Facebook-ზე დაწერა.