“ჩემი ძმა იძულებით, საომრად გაიტაცეს… იმედია, შენი ძმა ჩემ ძმას არ მოკლავს” – რუსი და უკრაინელი მეგობრების მიმოწერა ვრცელდება
ხატვარი, ლევან სონღულაშვილი რუსი და უკრაინელი მეგობრების მიმოწერას სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“ჩემი მეგობრების საერთო ტელეგრამ ჩატიდან.
რუსი მეგობარი უკრაინელ მეგობარს: – დღეს ჩემი ძმაც იძულებით, საომრად გაიტაცეს, შენი მცხვენია, თან ვნერვიულობ… ბოდიში.
უკრაინელი რუსს: – იმედია, შენი ძმა ჩემ ძმას არ მოკლავს, ან პირიქით. მიყვარხარ, სამშვიდობოს შევხვედროდეთ ერთმანეთს”, – წერს სონღულაშვილი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს შეიჭრა და მასშტაბური ომი დაიწყო. რუსული აგრესიის შედეგად ათასობით ადამიანი დაიღუპა, 5 მილიონზე მეტი კი უცხო ქვეყნებში ლტოლვილად იქცა.