“ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს”

3,091

“ტაბულას” დამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას პასუხობს.

“2016 წელს ყველა კვლევა აჩვენებდა რომ სააკაშვილის ლიდერობა ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერთა ნახევარსაც კი არ უნდა – მთელ მოსახლეობაზე არაფერს ვამბობ!

 კვლევებს მალავდნენ – ვერაგი ამოცანით, რომ ემტკიცებინათ რომ მიშას გარეშე ნულები ვართ.

სააკაშვილის დევნილობის მთელი 9 წელი სააკაშვილი ითხოვდა მისი ჩამოსვლის მოთხოვნით გრანდიოზული აქციების გამართვას – ვუხსნიდით რომ ეს შეუძლებელია, რომ

ხალხს მისი საკითხი არ ანაღვლებს, სხვა თემები ანაღვლებს.
2019 წელს მის სახელს ვერ ახსენებდნენ აქციებზე – უბრალოდ შეუძლებელი იყო, ტალახს ესროდნენ.
ყველა მოღალატედ შეგვრაცხა – ვინც რეალობის ახსნას ცდილობდა, მისი მანქურთებიც აიყოლია, გვბლოკა, მტრებად გამოგვაცხადა, ტალახს გვესროდა, ცილს გვწამებდა – ცოდვას ჩადიოდა!

ხოდა აი ახლა დედამისს ეს უკვირს!
დიახ ქალბატონო გიული – ჩვენ ვუხსნიდით რომ ქართველ ხალხს ის არ უნდა და მოღალატეებს გვიწოდებდა.
ახლა ზის იქ, სადაც ზის – მე ის პოლიტიკურ პატიმრად მიმაჩნია და როცა ჩემი ნება იქნება, აუცილებლად გავათავისუფლებ, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებ რომ თქვენი ზნედაცემული შვილი ძალაუფლებას არ შეეხოს.
გამომივა თუ არა, არ ვიცი – მაგრამ ძალიან შევეცდები!”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

შეგახსენებთ, გიული ალასანიამ განაცხადა:

“ძალიან გული მწყდება, რომ ჩამოვიდა ჩემი შვილი, ახლა პირველად ვამბობ, მწყდება გული. ეს იყო დიდი შეცდომა მისი მხრიდან. რა მიიღო? რა მივიღეთ? რას ნიშნავს ის, როცა ჩემი შვილსი სახელის ხსენებაზე სტვენა იწყება? უკაცრავად, რა ჰქვია ამას, ვერ გავიგე? რა მივიღეთ საბოლოოდ? რა ხდება? ეს უნდა მიეღო საზოგადოებისგან ჩემს შვილს? ახლა ჰყავთ ციხეში გამოკეტილი და ცდილობენ, რომ მოკლან როგორმე. აუცილებელია მისი გაყვანა ისეთ ცენტრში, სადაც აქვთ გამოცდილება ასეთი დაავადების განკურნების”.