ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ცნობილი ქართველი მომღერალი ინგა ფერაძე საზღვარგარეთ, თავშესაფარში ცხოვრობს. რაზმაძე მომღერალს იუბილეს ულოცავს, თუმცა იქვე დასძენს, რომ ფერაძე მის მილოცვას ვერ წაიკითხავს, რადგან არ აქვს ტელეფონი და ინტერნეტთან წვდომა.
“დღეს ჩემი საყვარელი მეგობრის, მომღერლის და ვარსკვლავის ინგა ფერაძის დაბადების დღეა. ის ამ მოლოცვას ვერ წაიკითხავს, ვერც ამ ფოტოებს ნახავს და ვერც თქვენს მოწერილ სიყვარულით სავსე კომენტარებს….
მას აღარც ტელეფონი აქვს,აღარც ინტერნეტთან წვდომა და აღარც სახლი… ინგა დღეს უცხო ქვეყანაში თავშესაფარში ცხოვრობს. ვერ შევძელით მისი საქართველოში დაბრუნება,რასაც ასე გვთხოვდა ყველას…