“მივხვდი, ვინ დაარქვა ლევანა ბერძენიშვილს ინტელექტუალი”

671

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს.

“Heureka (ევრიკა)!!!
მივხვდი ვინ დაარქვა ლევანა ბერძენიშვილს ინტელექტუალი, ვინ უწოდა თინა მახარაძეს ვარსკვლავი, ვინ გადააბა ერთმანეთს დენის, წყლის და ნაგვის გადასახადი, ვინ აღიარა რომ ნოდარიკო მელაძე ჟურნალისტია და კიდევ სხვა მრავალი რამ.
ესენი არიან ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ყოფილი თანაშემწე კარპენტერი.
მათ დღეს ოპოზიციის კიდევ ერთი ლიდერი ჟორიკა რურუა შექმნეს.
მაგარი ხალხია ტუსკი და კარპენტერი. ძააალიან მაგარი 😁😅😃🤣
ნათელაშვილის საქმე რაფერ იქნება, აღარ ვიცი“, – წერს გია გაბრიჭიძე.