“ფანჩატურიდან “თეთრი ბოლი” ამოვიდა”

521

ანალიტიკოსი გია აბაშიძე ოპოზიციის შანსებს, არჩევნებში გამარჯვებისა იუმორით უყურებს.

ფანჩატურიდან “თეთრი ბოლი” ამოვიდა. ძრწოდეს “ოცნება”! ცირკის სერიალი დაიწყო. შალიკოს მშობლიურმა სოფელმა მეხუთე ადგილი არგუნა 

წინა არჩევნებზე და ახლა მორიგ ფიასკოს ნაძალადევში მიიღებს“- წერს აბაშიძე.

შეგახსენებთ, რომ ოპოზიციაში თბილისში მაჟორიტარულ ოლქებთან დაკავშირებით შეთანხმება შედგა. „ლეიბორისტული“ პარტიის თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი მაჟორიტარად კენჭს ნაძალადევში იყრის.

შალვა შავგულიძე – მთაწმინდის რაიონში იქნება კანდიდატი.

ელენე ხოშტარია – ვაკის რაიონში.

ჯერჯერობით კვლავ მიდის მსჯელობა ვინ იქნება კანდიდატი სამგორის ოლქში – ლევან ხაბეიშვილი თუ ზაალ უდუმაშვილი.

გლდანში კი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია იბრძოლებს, ხოლო ისანში გიორგი ვაშაძე.