„დღეს დაიბადა ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი არანორმალური სიყვარულის შეგრძნებისთვის…”

663

მსახიობი ნანუკა გულუა მეუღლე კახაბერ კაშიას დაბადების დღეს ულოცავს. როგორც ნანუკა წერს, „კახაბერი ღმერთის საჩუქარია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ის ჰყავს“.

„დღეს დაიბადა ჩემი ბედნიერებისთვის, ჩემი ყოველი წამის გაფერადებისთვის, ჩემი არანორმალური სიყვარულის შეგრძნებისთვის… ღმერთის საჩუქარია ყველა იმ ადამიანისთვის ვისაც ყავს!!! ყველაზე კეთილო,უბოროტო,სამართლიანო, მიზანდასახულო მინდა ყველა ჩანაფიქრი აგისრულდეს, მინდა სულ გიბრწყინავდეს შენი ლამაზი სახე ბედნიერებისგან… მიყვარხარ ისე ძლიერად რომ მეშინია გული არ გამისკდეს!მიყვარხარ პირველად და უკანასკნელად ჩემო ყველაზე მხიარულო და თბილო მეგობარო!!!
პ.ს დაბადების დღის საჩუქარს ცოტა მოგვიანებით მოგართმევ, ასე 4 თვეში“, –  წერს ნანუკა გულუა.