“დღეს ორმა სვეცკმა მანდილოსანმა მიმტან ბიჭს სოფლელობის გამო დასცინა”

619
შეფმზარეული ლუკა ნაჭყებია უსიამოვნო საუბარს შეესწრო, რესტორნის კლიენტებმა მიმტანი ბიჭი დაამცირეს და კილოს გამო დასცინეს.
,,დღეს დილას ფრიად უსიამოვნო დიალოგს შევესწარი.  ერთ ჩემს საყვარელ დაწესებულებაში მიმტანს კილო აქვს ოდნავ მეგრული აქცენტით. მოემსახურა მაგიდას და ორმა ძალიან ,,სვეცკმა” მანდილოსანმა, როგორც კი გატრიალდა, ფრიად ხმამაღლა დასცინა კილოზე და სოფლელობაზე. იმათ კი საყვედური მიიღეს, მაგრამ იმ მიმტან ბიჭს სახეზე დაეტყო ემოციური დაცემა.
ჰოდა, აქვე ხაზს გავუსვამ, კილო, აქცენტი და რეგიონული ვარიაციები არ განსაზღვრავს სოფლელობას, თქვე კაი ხალხო. სოფლელობაა მანქანით გაზაობა, შშმ პარკინგზე გაჩერება, რიგის არდაცვა და კიდე ბევრი სხვა რამ… თბილისი ერთი ქალაქია, უმეტესობა საქართველოს რეგიონია. არ გვაქვს თბილისს ავტორიტეტი იმაზე, თუ რა ტიპის მეტყველებაა სტანდარტი.
ყველას, მათ შორის მეც, გვახასიათებს ხანდახან კილოში გადასვლა, ეს ხიბლია და სილამაზეა ქართული ენის (ჩემი მეგრულის არცოდნა ცოტა ქვეყნის ღალატი მგონია). ჰოდა, წიგნს გონებაში რა აქცენტით წაიკითხავ, მნიშვნელობა არ აქვს…
და კილო რომ არ მოგწონს ვიღაცის, იგივეა, იმ რეგიონის თავისებურებები და კულტურა არ მოგწონდეს. შემდეგზე ხარჩოს რომ გადაირტყამ, მაგრამ აქცენტი არ მოგწონს მაგ რეგიონის, გახსოვდეს, რომ ერთმანეთის გარეშე ეგ ორი რამ ფრიად ღარიბი იქნება”, – დაწერა ლუკა ნაჭყებიამ.