“ვისაც უნდა ჩამთვალოს მშიშარად, ათასი კილომეტრი არ გადმოვფრინდი იმისათვის, რომ უაზროდ მოვკვდე“

1,656

უკრაინაში მებრძოლი, ლადო გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

თავიდან, რომ ჩამოვედი ომი მეგონა ავტომატით სირბილი და სროლა. ჩამოსვლის დღიდან სულ ვწუხდი, რომ მოეცათ ავტომატი და  წინა ხაზზე გავეშვით, მაგრამ მაყენებდნენ სხვა და სხვა ობიექტების დაცვაზე, მიშვებდნენ ჰუმანიტარული ტვირთების ჩამოტანაზე მძღოლად და ქალაქში პატრულირებაზე, მე ვწუწუნებდი წინ წასვლა და სროლა მინდოდა, ანუ ომი ჩემს წარმოდგენაში… ახლა, როდესაც ადაპტაცია გავიარე,  გადავხედე ვითარებას და ავწონე-დავწონე ყველაფერი, სხვაგვარად ვფიქრობ: დღეს ახლა ავტომატით, რომ გამიშვან წინა ხაზზე არ წავალ და განა იმიტომ კი არა, რომ მეშინია, არამედ მტერს ვერაფერს დავაკლებ. ისინი რიცხობრივად ბევრნი არიან და გვეომებიან რაკეტებით/ბომბებით, რომც გამიმართლოს სადმე რუსების დაჯგუფება შემხვდეს და ავტომატით ხუთიოდე რუსი მოვკლა, საერთო სურათს არ ცვლის, ჩემი ერთის სიკვდილი კი  საქართველოს დააკლდება, რადგან 3 მილიონი ვართ, რუსი 200 მილიონი.

ვისაც უნდა ჩამთვალოს მშიშარად, ან ობიექტების ყარაულად, მაგრამ მე ათასი კილომეტრი არ გადმოვფრინდი იმისათვის, რომ უაზროდ მოვკვდე, მინდა სერიოზული ზიანი მივაყენო მტერს და ამ ზიანს ათკაციანი დაჯგუფებით ავტომატით ხელში დარწმუნებული ვარ ვერ მივაყენებ, არ ვიპარტიზანებ, ეს მე უკვე არ მსურს!მინდა ბრძოლა კომპლექსური: მძიმე ტექნიკით, ავიაციით, ჰაერსაწინააღმდეგო მძიმე იარაღით, რაკეტებით, ბომბებით და არტილერიით, ბაირაქტარებით, უპილოტოებით და მთელი ამ კომპლექსურად აღჭურვილი ბატალიონის რიგებში, სხვაგვარად მე წინა ხაზზე არ წავალ და დავბრუნდები საქართველოში! მიმაჩნია, რომ სხვაგვარად ჩემი წინ წასვლა იქნება ჩემგან ზედმეტობა, ამიტომ  ვასრულებ იმას, რასაც მეუბნებიან!

ღმერთმა ყველას მშვიდობა მისცეს! ეს პირადად ჩემი შეხედულებაა და არავის არ ვეხები. პირიქით ყველას გისურვებთ ჯამრთელობას და გამარჯვებას!”