“რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში ჩვენი ეკლესიის ეს ღონისძიება შეიძლება პროგრესულ ნაბიჯად ჩაითვალოს”

2,968

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

სიქსტის კაპელაში საპატრიარქოს სიმღერის გუნდის მიერ გამართულ წარმოდგენას ჰქონდა არა მხოლოდ კულტურული, არამედ რელიგიური და პოლიტიკური მნიშვნელობა.

ზოგს ეს კონცერტი არ მოეწონა იმის გამო, რომ წულუკიანს მოჰკრა წინა რიგში თვალი, ზოგს სალომე ზურაბიშვილის ხილვა არ ესიამოვნა და ზოგსაც ზოგიერთი სასულიერო პირის. ამით ნუ განვსჯით. წარმოდგენის პირდაპირ ტრანსლირებას შემთხვევით წავაწყდი ინტერნეტში და მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან შთამბეჭდავი. თითქმის ორსაათიანმა გამოსვლამ, ქართულმა ხალხურმა სიმღერებმა და საგალობლებმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.

რომის პაპის ოფიციალურ რეზიდენციაში ჩვენი ეკლესიის ეს ღონისძიება შეიძლება პროგრესულ ნაბიჯად ჩაითვალოს.

ეკუმენისტური მოძრაობიდან საქართველოს ეკლესიის განდგომა იყო იზოლაციონისტური, პრორუსული და ანტიევროპული ქმედება. ამან დააზიანა საქართველოს ინტერესები, რასაც დღემდე ვიმკით.

როგორც ამბობენ, მგალობელთა გუნდის გამოსვლები სხვა აუდიტორიების წინაშეც გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ასეთი მაღალპროფესიონალური კოლექტივი ქვეყანას და მის კულტურას ევროპაში ღირსეულად წარმოაჩენს.”