“იმ საწოლში არ ვიძინებდი, სადაც ერთად ვიწექით, იატაკზე ვწვებოდი, დღემდე ასე ვარ… ის ჩემი ცხოვრების ერთადერთი და ბოლო სიყვარულია”

198

მსოფ­ლი­ოს და ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი, ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი და ექ­სპარ­ლა­მენ­ტა­რი, ლუკა კურ­ტა­ნი­ძე ექ­ვსწლი­ა­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შემ­დეგ 2019 წელს მე­უღ­ლეს, ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს და­შორ­და. წყვილ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მოს­ვლის შემ­დეგ იქორ­წი­ნა. რო­გორც კურ­ტა­ნი­ძეს, ისე მი­ქა­ცა­ძეს – პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბე­ბი­დან უკვე ჰყავ­დათ შვი­ლე­ბი.

2015 წელს კურ­ტა­ნი­ძე ჭი­და­ო­ბის ფე­დე­რა­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით სკან­დალ­ში გა­ეხ­ვა, რო­დე­საც სპორ­ტსმე­ნე­ბი მისი თავ­მჯდო­მა­რის პოს­ტი­დან გა­და­ყე­ნე­ბას ითხოვ­დნენ…

“მა­შინ ორ­სუ­ლად ვი­ყა­ვი და ფე­დე­რა­ცი­ის ამ­ბე­ბის დროს იმ­დე­ნად შე­ში­ნე­ბუ­ლი, შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლი ვი­ყა­ვი, რომ მუ­ცე­ლი მო­მე­შა­ლა… მა­შინ ლუ­კას უსა­მარ­თლოდ მო­ექ­ცნენ. ლუ­კას მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი აგ­რე­სი­ის მსხვერ­პლი გავ­ხდი მეც და ჩვე­ნი შვი­ლიც. გა­დავ­წყვი­ტე, რომ აღარ მინ­დო­და შვი­ლის გა­ჩე­ნა. ეს ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ტრავ­მა იყო ჩემ­თვის…“ – იხ­სე­ნებ­და მოგ­ვი­ა­ნე­ბით მი­ქა­ცა­ძე.

მათი და­შო­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მტკივ­ნე­უ­ლი ლუ­კას­თვის აღ­მოჩ­ნდა. ხა­თუ­ნა ამ თე­მა­ზე ღიად არ ლა­პა­რა­კობს. კურ­ტა­ნი­ძემ კი გა­და­ცე­მა “სიც­რუ­ის დე­ტექ­ტორ­ში“ ტკი­ვი­ლი­ან სამ წელ­ზე კი­დევ ერთხელ ილა­პა­რა­კა.

ლუკა კურ­ტა­ნი­ძე:

“პირ­ვე­ლი ოჯა­ხი და­მენგრა და რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ შევ­ხვდი ადა­მი­ანს, ჩემს მე­უღ­ლეს ხა­თუ­ნა მი­ქა­ცა­ძეს, რო­მელ­მაც ამ წაქ­ცე­ულ და ბრძო­ლა­გა­მოვ­ლილ ადა­მი­ანს ჩამ­კი­და ხელი. ის იყო ჩემი სამ­შობ­ლო უცხო­ეთ­ში და მას­ში ვე­ძებ­დი ძა­ლას. მისი რჩე­ვე­ბი იყო ძალა ჩემ­თვის მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი იმას კად­რუ­ლო­ბენ, რაც არ უნდა ეკად­რათ, მაგ­რამ არ ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დი. არ ვით­ვა­ლი­წი­ნებ­დი მის გაფრ­თხი­ლე­ბებს და ამით ბევ­რი რამ წა­ვა­გე. ბევ­რი ტკი­ვი­ლი მი­ვა­ყე­ნე, პი­რა­და­დაც და­ვა­შა­ვე მას­თან, მაგ­რამ დღეს ცალკ-ცალ­კე ვცხოვ­რობთ. ის ჩემი მე­უღ­ლეა, ჯვა­რი გვაქვს და­წე­რი­ლი, ღვთის წი­ნა­შე ფიცი გვაქვს და­დე­ბუ­ლი და ერის წი­ნა­შე ხელი მო­წე­რი­ლი.

ყო­ვე­ლი წამი ვფიქ­რობ და ვოც­ნე­ბობ, ჩემი ქმე­დე­ბე­ბით ეს ბედ­ნი­ე­რე­ბა ისევ და­ვიბ­რუ­ნო. და­შო­რე­ბი­დან მალე სამი წელი შეს­რულ­დე­ბა. ჩვე­ნი კუ­თხის მა­მა­კა­ცე­ბი მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­კა­ვებთ ხოლ­მე თავს ვთქვათ, ის რაც არის, მაგ­რამ იმ­დე­ნი ფა­სე­უ­ლო­ბა გა­აჩ­ნია ჩემს მე­უღ­ლეს, ქალ­ბა­ტონ ხა­თუ­ნას, რომ ეს მხო­ლოდ მე­უღ­ლე­ო­ბით არ შე­მო­ი­ფარ­გლე­ბა.
მან ვერ გა­უძ­ლო ამ ტვირთს… შემ­დეგ იყო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა შვი­ლე­ბის მი­მართ, რაც მას, რო­გორც სა­მა­გა­ლი­თო დე­დას აქვს. ბევ­რი შეც­დო­მე­ბიც და­ვუშ­ვი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში… არა­ამ­ქვეყ­ნი­უ­რი სიყ­ვა­რუ­ლი მა­კავ­ში­რებს მას­თან, ყო­ვე­ლი წუთი და წამი გა­უ­ნე­ლე­ბე­ლია. ყო­ვე­ლი წუთი მახ­სე­ნებს იმ დღე­ებს, რო­მე­ლიც ერ­თად გა­მო­ვი­ა­რეთ და ახლა ათას­ჯერ მე­ტად ვიცი მისი ფასი, ვიდ­რე ეს იყო ორი წლი­სა და შვი­დი თვის წინ.

თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იმ სა­წოლ­ში არ ვი­ძი­ნებ­დი, სა­დაც ერ­თად ვი­წე­ქით, ია­ტაკ­ზე ვი­წე­ქი… დღემ­დე ასე ვარ… მე ამას სა­ჯა­როდ იმი­ტომ ვამ­ბობ, რომ გა­ვუფრ­თხილ­დეთ იმას, რაც ძვირ­ფა­სია. რო­დე­საც რამ­დე­ნი­მე წუ­თით დავ­შორ­დე­ბო­დით, იმ გან­ცდის მო­ლო­დი­ნით ვცხოვ­რობ­დი, რო­დე­საც სახ­ლში უნდა დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო და მე­ნა­ხა. რო­დე­საც ამ ბედ­ნი­ე­რე­ბას კარ­გავ ადა­მი­ა­ნი, ეს უნდა თქვა, იმი­ტომ, რომ გა­უ­ზი­ა­რო ყვე­ლას და გა­მო­სა­ვა­ლი იპო­ვო. მინ­და, ყვე­ლას მივ­მარ­თო, გა­უფრ­თხილ­დით იმ ბედ­ნი­ე­რე­ბას, რო­მე­ლიც გა­ცო­ცხლებთ და ძა­ლას გაძ­ლევთ.

ჩემი მე­უღ­ლე ჩემი ცხოვ­რე­ბის ერ­თა­დერ­თი და ბოლო სიყ­ვა­რუ­ლია. ის იყო და არის ის ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩემი იმე­დი და ძა­ლაა. ის არა­მარ­ტო კარ­გი მე­გო­ბა­რი და მე­უღ­ლეა, ულა­მა­ზე­სი, კარ­გი ქა­ლია, ის არის დედა, რო­მელ­მაც თა­ვის ბედ­ნი­ე­რე­ბა­ზე მაღ­ლა შვი­ლე­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბა და მათ­ზე მზრუნ­ვე­ლო­ბა აირ­ჩა. ამით უფრო ვა­ფა­სებ მის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას.

ვე­ტყო­დი, რომ ის არის მთე­ლი ჩემი სამ­ყა­რო. ის არის ძალა და ბედ­ნი­ე­რე­ბა. მე ბედ­ნი­ე­რი ვარ, რად­გან ღვთი­სა და ერის წი­ნა­შე მისი ჯვარ­და­წე­რი­ლი მე­უღ­ლე ვარ. ჯვრის­წე­რის სა­ი­დუმ­ლო­თი ვე­რა­ვინ და­მა­შო­რებს მას­თან. ფი­ზი­კუ­რად ერ­თად ვიქ­ნე­ბით თუ არა, ჩემი ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა ის მიყ­ვარ­დეს, ისე უსას­რუ­ლოდ, რო­გორც ეს სამ­ყა­რო. მინ­და იცო­დეს, მთე­ლი ქვეყ­ნის წი­ნა­შე, რომ ის ჩემი უსას­რუ­ლო­ბაა და ის ადა­მი­ა­ნია, რომ­ლის­თვი­საც სი­ცო­ცხლე­ზე ერთი წა­მით არ დავ­ფიქ­რდე­ბო­დი და მას მივ­ცემ­დი. მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ყვე­ლას, რომ მთე­ლი ცხოვ­რე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბრძო­ლა­ში მყოფ ადა­მი­ანს, შე­მიძ­ლია იმა­ზე სა­უ­ბა­რი, რომ ყვე­ლა­ზე დიდი ძა­ლაა სიყ­ვა­რუ­ლი და ეს ისაა, რაც მე გა­მაჩ­ნია ამ ქვე­ყა­ნა­ზე… მაგ­რამ ყვე­ლა­ზე დიდი სიმ­დიდ­რე ის ადა­მი­ა­ნია, რო­მელ­საც მინ­და, რომ ჩემი მთე­ლი სი­ცო­ცხლე მი­ვუ­ძღვნა”.