“ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო!“

305

მომღერალი და მსახიობი, ანდრია გველესიანი სოციალურ ქსელში 1 წლის წინ გარდაცვლილ ბებიას იხსენებს და მის ფოტოს აქვეყნებს.

დღეს ჩემი დედა-მამას (როგორც მე მას პატარაობაში ვეძახდი), ჩემი ბებოს გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა…

ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო! მან გამიკეთა ყველაფერი რაც ევალებოდა და რაც არ ევალებოდა.

მან იცოცხლა ჩემით და ჩემთვის. მან მაჩუქა ყველაზე მეტი რაც კი შეიძლება ადამიანს აჩუქო.

ამ ფოტოზე კი ის კადრია აღბეჭდილი რასაც ღმერთს მთელი გულით ვევედრებოდი, მას შემდეგ რაც მაიკო ორსულად დარჩა და ბებიაჩემი კი უმძიმეს დაავადებას ებრძოდა. ყოველ დღე ვთხოვდი ღმერთს, რომ თავის პირველ შვილთაშვილს მოსწრებოდა და ასეც მოხდა. ის იყო ერთადერთი ადამიანი, რომელსაც ჩემზე მეტად უხაროდა ჩემი კარგი ამბავი და ალბათ წარმოგიდგენიათ ჩემი პირველი შვილი როგორ გაახარებდა.

იშვიათად მესიზმრება და ორი დღის წინ დამესიზმრა როგორ მეხუტებოდა…

ზუსტად ისე როგორც გარდაცვალების წინა დღეებში… როგორც პატარა ბავშვი მშობელს…

მიყვარხარ ბე!!

შენი სუნთქვა მენატრება ჩემს სუნთქვასთან გაერთიანებული, ისე როგორც ჩემს ბავშობაში ვსუნთქავდით…

ჩემი ყველაფერი ხარ და იქნები!

მადლობა ყველაფრისთვის!”, – წერს ანდრია გველესიანი.

 

„ის იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი სიყვარული და სითბო!“ - ანდრია გველესიანის ემოციური პოსტი