იუმორისტმა, ვახო ბიჭიკაშვილმა თბილისში შარტავეს ქუჩაზე ავტოავარიის დროს დაშავებული დათი ისრაელში კლინიკაში მოინახულა, სადაც მოზარდი მკურნალობის კურსს გადის.
“დათი მოვინახულე ისრაელში, მხიარული და საყვარელი კაცია. მინდა, რომ ძალიან კარგად იყოს. ხოდა ძალიან კარგად იქნება”, – წერს ბიჭიკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ თბილისში, შარტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 8 წლის დათი ქოქრაშვილის, ავტოკატასტროფის შემდეგ ფეხის ამპუტაცია დასჭირდა. ის რამდენიმე თვეა ისრაელში გადის მკურნალობის კურსს.