საქართველოში რუსეთის მოქალაქეების სიმრავლის შესახებ, მათ ქცევებსა, თუ დამოკიდებულებებზე სოციალურ ქსელში არაერთ პოსტს წაიკითხავთ.
განსაკუთრებით ჭარბობენ ისინი ტურისტულ ქალაქებში. მომსახურების სფეროშიც ზოგიერთ დაწესებულებაში მათ რუსულ ენაზე ესაუბრებიან და არა მხოლოდ მათ, არამედ ქართველებსაც.
აღნიშნულ თემას სულ უფრო მეტი ცნობილი ადამიანი ეხმიანება. მათ შორისაა მომღერალი თიკა ჯამბურიაც:
“ძალიან ლამაზი ქალაქია ბათუმი. ვგიჟდები, ისე მიყვარს, მაგრამ ჩვეულებრივი რუსეთის კოლონიაა. გარდა იმისა რომ ქართველებზე მეტი რუსები არიან, ქართველები (მომსახურების სფეროს წარმომადგენლები) ქართველებსაც კი რუსულად გველაპარაკებიან.
რომ გამოვთქვი პრეტენზია არ დამელაპარაკოთ რუსულად-თქო, დამესივნენ ქორებივით, საიდან გავიგო მე სადაური ხარო. ანუ მთავარი პრობლემა ისევ და ისევ ჩვენშია, განათლებაში, კულტურაში და შეგნებაში“, წერს თიკა ჯამბურია.