“უმძიმესი ისტორია, რომელმაც შეძრა საქართველო… თუ ახლა ამას კითხულობ, გთხოვ, გამოგვეხმაურე”

346
თამუნა მუსერიძე ჯგუფში ,,ვეძებ” მძიმე ისტორიას აქვეყნებს:
,,ყველას გთხოვთ, მაქსიმალურად გაავრცელოთ, უმძიმესი ისტორია. ისტორია,  რომელმაც შეძრა საქართველო.
1993 წელს ერთ ავბედით სექტემბერს ვერტმფრენი აფრინდა სოხუმის აეროდრომიდან, სადაც უამრავი ბავშვი, მეძუძური დედა და დაჭრილი ადამიანი იმყოფებოდა, რა თქმა უნდა, დასაშვებზე მეტი ადამიანი. ყველას უნდოდა სამშვიდობოზე გასვლა და გადარჩენა იმ ჯიჯოხეთიდან, რაც სოხუმში ხდებოდა.
ის სისასტიკე კი თოდუების ოჯახს დღემდე თან დასდევს… სწორედ ეს ვერტმფრენი სვანეთში კლდეს შეეჯახა და ჩამოვარდა.. ამ ტრაგედიას გადაურჩა მხოლოდ სამი ადამიანი, ერთ-ერთი 2 წლის გიორგი იყო, მისი მეძუძური დედა და ახალშობილი ძმა კი დაიღუპნენ. მეორე გადარჩენილი ბავშვი კი ოჯახმა მალევე იპოვა, მესამე გადარჩენილი კი გახლდათ სამხედრო, რომელიც თვითმფრინავის აფეთქებამდე ოჯახს დაჰპირდა ბავშვის უსაფრთხოდ მიყვანას ნათესავამდე, მაგრამ ინტოქსიკაციით სამ დღეში ქუთაისში გარდაიცვალა… ბავშვი წამოიყვანა ერთმა სამხედრომ, სანამ გამოჩნდებოდნენ ბავშვის ნათესავები.
ყველას გახსოვთ, იმ დროს რა განუკითხაობა იყო და როგორი შიმშილი, ამიტომაც სამხედრო პირი ოჯახმა იძულებული გახადა, ბავშვი გაეშვილებინა. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ამასობაში ხდება ბავშვის, გიორგი თოდუას, ნათესავების კვლავ გააქტიურება, რადგან მათი ტრაგედია სწორედ იმ ვეტმფრენში გარდაცვლილ მეძუძური დედა-შვილის დაკრძალვაზე იყო გადატანილი.
სამწუხაროდ, თოდუების ოჯახი ვერაფერს გახდა სამხედროსთან. რომ მოიკითხეს, ბავშვი უკვე გაშვილებული იყო, ის კაცი კი ხმას არ იღებდა, სად გააშვილა. შუამავალი და გამშვილებელი სამხედრო. შემდეგ კი გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი იპოვეს ეს სამხედრო და სამუდამოდ დაიკარგა ამ ოჯახის კვალიც.
გიორგის ოჯახი აშუქებდა ტელევიზიით ინფორმაციას, ეძებდნენ ყველა ღონით და ძალით, მაგრამ კვალზე ვერ გავიდნენ. გიორგის აქვს ნიშანი ეგრეთ წოდებული ტყლიპი წელზე, როგორც მის დედას ჰქონია… თუ გეცნობათ რაიმე დეტალი, გამოგვეხმაურეთ. მამას ერქვა კახა, დედას კი ასმათი.
გაშვილებამდე იყავი გიორგი მაჭავარიანი. თუ ახლა შენ ხარ 31 წლის გიორგი და ამას კითხულობ, გთხოვ, შეგვეხმიანო. უამრავი დაბრკოლების და სირთულის მიუხედავად, მაინც გეძებთ. გამოგვეხმაურეთ”, – წერს თამუნა მუსერიძე და ფოტოებს აქვეყნებს.
No description available.