“როდესაც მთხოვენ, გაიხსენე რამე, ჩუმად ვარ… მენატრებით ძმებო…”

491

თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე 27 წლის შემდეგ ტამიშის ბრძოლას იზსენებს და მის პირად განცდებზე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

თევზაძე წერს რომ ძველი, სუფთა გულწრფელი ურთიერთობები და მისი მეგორები ენატრება.

„სულ რამოდენიმე საათში, დილის 6-ზე, 27 წლის წინ, ოჩამჩირელი არტილერისტების მიერ გასროლილმა ჭუვრმა, კინდღის ბაზაზე მყოფნი, ერთბაშად წამოგვყარა და ასევე ერთბაშად, იქვე, დაგვყო ზაცად ამაღლებულებად და დარჩენილებად… თუმცა მაშინ, არცერთმა არ ვიცოდით ეს….

დღეს 2 ივლისია. ტკივილისა და სიამაყის დღე და დღეს, 27 წლის შემდეგ არ ვიცი რა დარჩა უფრო მეტი: სიამაყე თუ ტკივილი: ერთნაირად მეამაყება და მტკივა, ერთნაირად ბედნიერიც ვარ და დათრგუნულიც…

მაშინ, დილის 6 საათზე, არავინ ვიცოდით რა იქნებოდა ერთ საათში, ორში, დღის ბოლოს. მაშინ, დილით 6 საათზე არავინ ვიცოდით ვის შეუძღვებოდა განგება მარადისობაში, თუმცა ეს არც იყო მთავარი. მთავარი იყო ჩვენი თავმოყვარეობა, მტრის სიძულვილი და მტკიცე გადაწყვეტილება, გვებრძოლა…

როდესაც ღამემ გაგვყარა მებრძოლები, უკვე ვიცოდით, რომ გამარჯვებულები ვიქნებოდით აუცილებლად, თუმცა წინ უამრავი მძიმე დღე, სასტიკი შეტაკება, უამრავი სისხლი და უამრავი ტკივილი იდო. წინ იდო უკვდავი ეპოპეა ანუაარხუს დაცვისა, პატარა ბორცვის, რომელიც ასეთი მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ჩვენთვის.

ხშირად, როდესაც მთხოვენ, გაიხსენე რამე, ჩუმად ვარ… ჩუმად ვარ იმიტომ რომ იმ დღეებიდან, ის რაც ყველაზე ნათლად მახსოვს, ჩემი სისხლია, რომელსაც გამომშრალი მიწა ისრუტავს… არაა მოსაყოლი… ვიცი…

რას განვიცდიდი?

განგება ყველას არ აძლევს შანსს ის ბედნიერება განგაცდევინოს, როდესაც იცი რომ შენი მიწაში ჩასული სისხლი წინაპართა სისხლს ფიზიკურად უერთდება … მე მომცა ეს შანსი და სანამ გონებას დავკარგავდი, ბედნიერებას განვიცდიდი… საქართველოსთვის მეოცე საუკუნის უდიდესი ბრძოლის თანამონაწილის ბედნიერებას … როგორ ავხსნა ეს სახვასთან?

ამიტომაც დღეს, 2020 წლის 2 ივლისს, გმირთა მემორიალთან ვინც შევიკრიბებით, ამას ყველაფერს უთქმელად გავიხსენებთ…

მენატრებით ძმებო, დარჩენილნო და წასულნო, – წერს დავით თევზაძე.

ის ძველი ურთიერთობები მენატრება, სუფთა და გულწრფელი. ახლა დროც შეიცვალა და ბევრი ჩვენგანიც.მშვიდობისთვის მოუმზადებლები აღმოვჩნდით ჩვენ…“, – წერ დავით თევზაძე.