„ძალიან დიდი უსამართლობაა, დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის! ის ჩვენ შორის რომ არ დააბიჯებს, ესეც დიდი ტკივილია!“

209

ისტორიკოსი და ჟურნალისტი გიორგი კალანდია კალათბურთელ დუდუ დადიანს იხსენებს და ამბობს, რომ მისი გარდაცვალება დიდი უსამართლობა იყო:

„ძალიან დიდი უსამართლობაა, დუდუ დადიანი ცოცხალი რომ არ არის!  ის ჩვენ შორის რომ არ დააბიჯებს, ესეც დიდი ტკივილია! საჯიშე ქართველი, რომელიც ქვეყნის, საზოგადოების გამორჩეული სახე იყო! ეს დღეებია დუდუ ხშირად მახსენდება და ძალიან გული მწყდება, რომ მისი ოქროსფერი სახე, ცისფერი თვალები და განუმეორებელი კეთილშობილება ჩვენ შორის არ ანათებს. ღმერთმა აცხონოს დუდუ დადიანი იქ, სადაც არის! მახსოვს, ამ ქვეყნიდან რომ წავიდა, მისი ნივთები, ფოტოები, სპორტული სამოსი და ბლოკნოტიც კი შევაგროვე და ზუგდიდის დადიანების სასახლეს გადავეცი, ეს სიძველესაცავი ინახავს ახლა მის ხსოვნას საუკუნოდ…“