საბერძნეთში მოღვაწე ქართველმა მომღერალმა თამთა გოდუაძემ 23 წლის შემდეგ საბერძნეთის მოქალაქეობა მიიღო. ამის შესახებ ადგილობრივ ტელევიზიას ესაუბრა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საბერძნეთის მოქალაქეობა მივიღე. ბიუროკრატიის გამო დაგვიანდა. რა თქმა უნდა, დავაკმაყოფილე ყველა საჭირო პირობა, უბრალოდ 23 წლის შემდეგ ჩემი რიგიც მოვიდა. გამოცდები ჩავაბარე: ისტორია, გეოგრაფია, რაც იყო და საბოლოოდ, ავიღე.” – თქვა მომღერალმა.